რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ვესტფალიელი ჯადოქარი

    27 მარტს გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს 29 წელი შეუსრულდა. საუბარია მანუელ ნოიერზე, რომელიც მთელი ბავშვობის განმავლობაში ოცნებობდა მიუნხენის ოლიმპიურ სტადიოზე გაეგორებინა ბურთი, დღეს კი ის "ბაიერნის" უცვლელი წევრია.

    ბრაზილიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა. ოქროს ბურთი კრიშტიანო რონალდუს გადაეცა. ბევრს საუბრობდნენ ანხელ დი მარიას საოცარ სეზონზე, თომას მიულერის მებრძოლ სულზე, მარიო გიოტცეს როლზე გერმანიის ნაკრების გაჩემპიონებაში, მაგრამ ამ დროს მანუელ ნოიერი გულშემატკივართა სახეებს აოცებდა, მათ თვალებს აყრევინებდა. მეკარის ერთი შეხედვით ავანტიურისტულ გამოხტომებს ყველა სასაცილოდ იგდებდა, მაგრამ გულის სიღრმეში გაოცებული იყო - როგორ აკეთებს ამას?! როგორ არ ეშინია?! როგორ რისკავს?! დიახ, ნოიერი მამაცი ბიჭია, ფეხბურთის თამაშით ფეხის ტერფიდან ტვინის დაბოლოებებამდე სიამოვნებს იღებს, განსაკუთრებულ მუღამს იჭერს ამ სპორტით, რომელიც უბრალოდ სპორტი არაა. მისი თითოეული გამოსვლა საკუთარი სამფლობელოდან შორს ადასტურებს, რომ ნოიერის "მექანიზმი" გასრიალებულია, ყველა ჭანჭიკი მწყობრშია, სისტემა იდეალურად მუშაობს. იგი მიდის ავანტიურაზე, მაგრამ იქიდან ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდება.


    ბუნდესნაკრების გოლკიპერს არამხოლოდ რეაქციის სისწრაფე აქვს ფენომენალური, არამედ მისი ინტუიციაც კი გამაოგნებელია. შეუძლებელია იმის მიხვედრა, როგორც ახერხებს ის ამას, მაგრამ ძალიან ხშირადაა მომენტი, როცა ის სწორედ იმ ერთადერთ ადგილას დგას, საიდანაც შესაძლებელია ბურთის მოგერიება. "რომას" ფეხბურთელი ჟერვინიო მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის სეზონში ამაში პირადად დარწმუნდა, მისი თვალები, მისი გამომეტყველება ამბობდა - როგორ?! ამას ფიქრობდა მილიონობით მაყურებელი ეკრანთან, თუმცა ამაზე პასუხი მხოლოდ მანუელ ნოიერმა იცის. სასაცილოა, მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ იგი რვაფეხა პოლის რეინკარნაციაა ადამიანის სხეულში. როდესაც ის ხელ-ფეხის მოძრაობს იწყებს, მართლაც გიჩნდება ეჭვი, მასში რაღაც ისეთია, რაც არაა სხვა, სტანდარტულ მაღალი დონის მეკარეში.


    ნოიერი საკუთარი კლუბის თამაშებისას ხშირად იწყენს, რადგან უმეტეს შემთხვევაში "რეკორდმაისტერი" დომინირებს მეტოქეზე, შეტევიდან უმძიმეს ჭრილობებს აყენებს და უკან ყოფნისთვის დროც არ რჩება. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც არ აკნინებს ვესტფალიელ ჯადოქარს. ზოგიერთ მატჩში ჩნდება მომენტი, როცა მისი სოლო გარუდავლად უნდა გაჟღერდეს და სწორედ ამ დროს საქმეში ნოიერის კოსმიური უნარ-ჩვევები ერთვება. ზოგ მატჩში სოლო უფრო მრავალჯერადია, ზოგში - ერთჯერადი, თუმცა ყველა ვარიანტში ფარავას თამაშის თითოეულ მონაწილეს, ხან დრამას, ხანაც კომედიას.

    საკმარისია იხილოთ მომდევნო ორი ვიდეო და თქვენ სწრაფადვე გაოცდებით, თქვენც იმ მასის ნაწილი გახდებით, რომელიც თვალებგადმოცვენილი უყურებს ამას და არ ჯერა. კონცენტრაცია უდრის გამარჯვებას. კონცენტრაცია მანუელ ნოიერის არსში დიდი დოზითაა, შესაბამისად, გამარჯვება უდრის მანუელ ნოიერს.

  • ავტორი: messi        1-04-2015, 22:03
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ