image

აგენტი: "იმობილე იტალიაში არ დაბრუნდება"

"დორტმუნდის" ფეხბურთელის, ჩირო იმობილეს აგენტმა თავისი კლიენტის ირგვლივ გავრცელებული ჭორები უარყო. მისი თქმით, იტალიელი შემტევი მშობლიურ ჩემპიონატში დაბრუნებას არ აპირეს და ყველა გავრცელებული ინფორმაცია ამის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

მოგეხსენებათ, იმობილე დორტმუნდული კლუბის რიგებში რეგულარულად ვეღარ ხვდება და ფეხბურთელის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი ამ უკანასკნელმა გამოიწვია.

"ნაპოლი"? მათთან არანაირი მოლაპარაკება არ ჰყოფილა. მინდა გითხრათ. რომ ფეხბურთელი გერმანიაში დარჩება. იმობილემ გუნდთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კონკურენცია ჩვეული პროცესია და იგი ყველაფერს გააკეთებს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად", - აღნიშნა იმობილეს აგენტმა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში იტალიელმა შემტევმა "ყვითლების" მაისური 26-ჯერ მოირგო და 10 გოლის გატანაც მოახერხა.
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        2-04-2015, 18:07

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ