image

მესის "სელტასთან" თამაში საეჭვოა

შესაძლოა, კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა, ლიონელ მესიმ ლა ლიგის შემდეგი ტური შეხვედრა გამოტოვოს. როგორც იცით, არგენტინელი ფეხბურთელი სანაკრებო შეკრებისას ვარჯიშზე დაშავდა და ეროვნულ გუნდს ამხანაგურ შეხვედრებშიც ვერ დაეხმარა.

დღეს ფეხბურთელმა გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა. ოფიციალური ინფორმაციით, "ბარსას" ერთ-ერთ ლიდერს ფეხი კვლავ გასიებული აქვს, რის გამოც იგი სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებს.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 29-ე ტურში "სელტა" საკუთარ კედლებში "ბარსელონას" მიიღებს. 28 ტურის შემდეგ კატალონიელები 68 ქულით პირველ ადგილზე არიან, ხოლო "სელტა" 35 ქულით მე-10 ადგილასაა.

ცნობისთვის, ლიონელ მესიმ მიმდინარე სეზონში კატალონიელთა ფორმა 41-ჯერ მოირგო და 43 გოლის გატანა მოახერხა.
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        2-04-2015, 18:50

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ