რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    ჯოკოვიჩი, ბალოტელი, მომანი და სპორტის კიდევ 7 ყველაზე პოზიტიური გმირი

    WebSport.Ge წარმოგიდგეთ იმ 10 სპორტსმენს და სპორტის სხვადასხვა სახეობასთან დაკავშირებულ პიროვნებას, რომლებმაც თავი არამხოლოდ საკუთარი კარიერითა და სპორტული მიღწევებით დაამახსოვრეს მსოფლიოს, არამედ ხასიათის იმ შტრიხებით, რომლებიც ყველა გულშემატკივარს პოზიტიურ განწყობაზე აყენებს.

    10) მარიო ბალოტელი
    ეს სეზონი მარიოს საფეხბურთო თვალსაზრისით არ აეწყო, თუმცა სკანდალები და უხერხული სიტუაციები კვლავ თან სდევენ ბალოტელის ცხოვრებას. გასულ ნოემბერში იტალიელმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე დაპოსტა ფოტო, რომელზეც გამოსახული იყო ერთ-ერთი ყველსთვის ცნობილი თამაშის მთავარი გმირი - სუპერ მარიო. ამით მან ყურადღება მიიპყრო და აი, რა ეწერა ფოტოს:

    "ნუ იქნები რასისტი, იყავი მარიო. ის იტალიელი სანტექნიკოსია, რომელიც იაპონელებმა შექმენს. ლაპარაკობს ინგლისურად, გამოიყურება მექსიკელი მოხტუნავესავით, არის შავი და აგროვებს მონეტებს ებრაელივით".

    რა თქმა უნდა, საფეხბურთო სამყარომ და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მარიოს ეს პოსტი განიხილა. საბოლოოდ ყველა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ტექსტი თავად იყო რასისტული შინაარსისა. შედეგად, ბალოტელის საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს და ასევე რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მარიომ ბოდიში არ მოიხდა...

    უკვე თებერვალში მარიომ ინსტაგრამზე დაპოსტა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორ დარბის ბოქსის არენაზე გამომწყვდეული ბალოტელი ერთი კუთხიდან მეორეში. რინგს გარეთ მის მიმართ აგრესიულად განწყობილი ძაღლია, რომელსაც იტალიელის მეგობრები უფრო ახელებენ და მარიოსკენ მიუთითებენ.



    9) უეინ რუნი
    კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც საკუთარ თავში ბოქსიორის ტალანტი აღმოაჩინა უეინ რუნია. ამგვარი გზით რუნიმ "ტოტენჰემთან", პრემიერ ლიგის 29-ე ტურში მოპოვებული გამარჯვება აღნიშნა. რუნი წერდა: "აი, ასე ჩავარდნენ ისინი ნოკაუტში". უეინმა არც მოგვიანებით დაივიწყდა ეს ტრადიცია და უკვე მარტში მან კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სამზარეულში "სტოკ სიტის" მცველს, ბარდსლის ეჩხუბება. ეს ბრძოლა "იუნაიტედის" შემტევის მარცხით სრულდება.



    8) პიერ ემერიკ ობამეიანგი
    გაბონის ნაკრებისა და დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი, პიერ ემერიკ ობამეიანგი ბავშვობიდან კომიქსების დიდი თაყვანისმცემელია, რაც საფეხბურთო მოედანზეც ხშირად დამტკიცდა. გვახსოვს შარშანდელი სპაიდერ მენი, როემლიც ობამეიანგში "გასხივოსნდა" და ასევე გვახსოვს წლევანდელი ბეტმენი, რომელმაც მარკო როისიც აიყოლია. იურგენ კლოპს უკვე აღარ მოსწონს საკუთარი შეგირდის ასეთი ქცევა, რადგან ეს ქმედებები ყოველთვის ყვითელი ბარათით სრულდება. მან განაცხადა, რომ აპირებს ობამეიანგს ამ თემაზე მკაცრად ესაუბროს, მაგრამ საინტერესოა, შეიცვლება კი გაბონელი...?

    7) მიგელ ერერა
    საკუთარი გუნდის თითოეული წარმატებით გადარეული მიგელ ერერა ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად იქცა. მექსიკის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინვალედ იასპარეზა და როგორც საფეხბურთო მოედანზე, ასევე მის გარეთაც წარმატებით ფრთაშესხმული გუნდის მთავარი მწვრთნელი ყოველთვის იპყრობდა გულშემატკივრებისა და მედიის დიდ ყურადღებას.



    6) ბასტიან შვაინშტაიგერი
    მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ბასტიან შვაინშტაიგერი კურორტ იბიცაზე ბრაზილიელ ნეიმართან ერთად ისვენებდა. ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს გადაეღოთ ერთობლივი ფოტო და ამ მომენტში ბასტიანმა გადაწყვიტა 7 თითი ეჩვენებინა ფოტოგრაფისთვის, ნიშნად იმ ტრიუმფალური გამარჯვებისა, რომელიც გერმანიის ნაკრებმა ბრაზილიასთან მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა. ამით, რა თქმა უნდა, მის გვერდით მყოფ "სელასაოს" ლიდერს დიდი ჩრდილი მიადგა.

    ჯოკოვიჩი, ბალოტელი, მომანი და  სპორტის კიდევ 7 ყველაზე პოზიტიური გმირი


    უკვე მარტში შვაინშტაიგერმა მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი წარმომადგენლის შოკში ჩაგდება გადაწვყვიტა.



    5) ნოვაკ ჯოკოვიჩი
    რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩოგბურთის მთავარი იუმორისტი. სერბი ნებისმიერ გულშემატკივარს ყოველთვის კარგ განწყობაზე აყენებს. მას შეუძლია განსაკუთრებული შოუების დადგმა. როცა ჯოკოვიჩს ეკითხებით, თუ რა არის მისი ჰობი, ის გპასუხობთ - პაროდია, სხვადასხვა ადამიანის პაროდირება. მას გაკეთებელი აქვს მარია შარაპოვას, სერენა უილიამსის, რაფაელ ნადალის, როჯერ ფედერერის და ბევრი სხვა ჩოგბურთელის პაროდია. გასული წელს კი მან საკუთარი მწვრთნელის და წარსულში გამორჩეული მოთამაშის, ბორის ბეკერის იმიტაციაც შეასრულა.




    4) რასელ უესტბრუკი
    ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ვარსკვლავი, წლევანდელი სეზონის "ყველა ვარსკვლავის" მატჩის საუკეთესო მოთამაშე რასელ უესტბრუკი გამორჩეულია საკუთარი ჩაცმის სტილით. სხვადასხვა ფერად კოსტიუმში გამოწყობილი უესტბრუკი თითოეული მატჩის წინ იპყრობს მედიისა და გულშემატკივრის განსაკუთრებულ ყურადღებას. მან წელს მოინდომა საკუთარი სამოსი ფართო მასებისთვის შეეთავაზებინა და ტანსაცმლის მაღაზია გახსნა, რომელშიც თქვენ შეხვდებით ყველა იმ შარვალს, პერანგს, ფეხსაცმელსა თუ აქსესუარს, რომელიც რასელ უეტბრუკის გემოვნებას აკმაყოფილებს და მათ ხშირად მოიხმარს.

    ჯოკოვიჩი, ბალოტელი, მომანი და  სპორტის კიდევ 7 ყველაზე პოზიტიური გმირი

    ჯოკოვიჩი, ბალოტელი, მომანი და  სპორტის კიდევ 7 ყველაზე პოზიტიური გმირი

    ჯოკოვიჩი, ბალოტელი, მომანი და  სპორტის კიდევ 7 ყველაზე პოზიტიური გმირი


    3) ომარ მომანი
    იორდანელმა კარიკატურისტმა, ომარ მომანიმ სახელი საფეხბურთო თემატიკაზე შექმნილი კარიკატურებით გაითქვა. მისი ნამუშევრები სპორტულ პორტალ Goal.com-ზე ყოველ კვირას ქვეყნდება და შემდეგ უკვე სოციალურ ქსელებს იპყრობს.

    პელე: "აზარი უკვე მესის დონეზე თამაშობს, მას დიდი პოტენციალი აქვს"

    ჯოკოვიჩი, ბალოტელი, მომანი და  სპორტის კიდევ 7 ყველაზე პოზიტიური გმირი

    ჯიმი ფლოიდ ჰასებლინკის ცნობით, "მანჩესტერ იუნატედის" დამრიგებელი, ლუი ვან გაალი ძალიან მოსიყვარულე პერსონაა.

    ჯოკოვიჩი, ბალოტელი, მომანი და  სპორტის კიდევ 7 ყველაზე პოზიტიური გმირი

    ჩილელი გარი მედელი ბრაზილიელი ნეიმარის გამანადგურებელ მანქანად იქცა.

    ჯოკოვიჩი, ბალოტელი, მომანი და  სპორტის კიდევ 7 ყველაზე პოზიტიური გმირი


    2) გარი ლინეკერი
    ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, გარი ლინეკერი ამჟამად მედია სექტორში მოღვაწეობს. მაგალითად, ლინეკერი BBC-ის სპორტული ბლოკის ერთ-ერთი წამყვანია, სადაც პრემიერ ლიგის თამაშების განხილვა მიმდინარეობს ხოლმე სხვდასხვა სტუმართან ერთად. მაგრამ გარი უფრო მეტად აქტიური სოციალურ ქსელშია, სადაც ყოველთვის, ზოგჯერ სარკაზმითა და ირონიით, გამოხატავს საკუთარ აზრს სხვადასხვა მნიშვნელოვან საფეხბურთო მოვლენასა თუ კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელთან დაკავშირებით.

    ჯოკოვიჩი, ბალოტელი, მომანი და  სპორტის კიდევ 7 ყველაზე პოზიტიური გმირი

    ჯოკოვიჩი, ბალოტელი, მომანი და  სპორტის კიდევ 7 ყველაზე პოზიტიური გმირი


    1) ალექსანდრ ოვეჩკინი
    ამერიკული ჰოკეის ლიგის (NHL) რუსი ვარსკვლავი, ალექსანდრ ოვეჩკინი, რომელიც "კოლუმბუსის" ღირსებას იცავს, ყველა ქმედებას მიმართავს, რათა ახალი ავტომობილი ხვდეს წილად. კომენტატორ პერი მაკგეირთან საუბრისას მან პროტესტის ნიშნად სახეზე აიფარა პოსტერი, რომელზეც ეწერა: "მე მინდა ვიყო ბოლო, მე მჭირდება ავტომობილი".

  • ავტორი: messi        17-01-2019, 17:07
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ