image

ნიკოლოზ ბასილაშვილი რაანანას ტურნირის ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ისრაელის ქალაქ რაანანაში მიმდინარე 125 000-იანი ტურნირის ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ შეხვედრაში მან რუმინელი რადუ ალბროტი ორ სეტში, 7:6(3), 6:4 დაამარცხა.

მატჩი 1 საათსა და 42 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც ბასილაშვილმა 4 ბრეიქი შეასრულა, საკუთარი მოწოდება კი 3-ჯერ დაკარგა. ამას გარდა ქართველი ჩოგბურთელის ანგარიშზე 4 ეისი და 5 ორმაგი შეცდომაა.

ბასილაშვილის მეტოქე ფინალში სლოვაკი ლუკაშ ლაცკო იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 99-ე პოზიციაზეა. ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა ხვალ შედგება, თუმცა ზუსტი დროის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
  • ავტორი: ბექა ბლიაძე        5-04-2015, 00:18

    მსგავსი სიახლეები

    სპორტული არხები
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ