რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    18-წლამდელების მარცხი ფინალში და წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე

    18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და საფრანგეთის ასაკობრივი გუნდები დაუპირისპირდნენ, მოწინააღმდეგეთა დამაჯერებელი გამარვებით 57:0 დასრულდა. შედეგიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორი დრამით წარიმართა შეხვედრა ჩვენებურებისთვის, მაგრამ იმის აღნიშვნა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბორჯღალოსნების" ფინალამდე განვლილ წარმატებულ გზას თითქმის ვერავინ წარმოიდგენდა.

    მართალია, მეტოქე ჩვენებურებს ყველა ასპექტში ჯაბნიდა, იყო ეს ტექნიკა, სისწრაფე, ძალისმიერ თამაში, თუ გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ უქულოდ დამარცხება შეიძლება ყველაზე მეტად იმან გამოიწვია, რომ პირველსავე, 35-წუთიან ტაიმში ორჯერ დავრჩით კაცნაკლული, რამაც მეორე ნახევარზეც დატოვა კვალი.

    საერთო ჯამში, ახალგაზრდული ეროვნული გუნდის აღნიშნულ ტურნირზე გამოსვლა დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ. ფინალამდე გასავლელ გზაზე მათ ყველასთვის მოულოდნელად ჩამოიტოვეს ფავორიტი ირლანდიელი (მეოთხედფინალში) და იტალიელი (ნახევაფინალში) თანატოლები. ნამატჩევს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემაც სწორედ ამას გაუსვა ხაზი:

    "მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენ არაჩვეულებრივ ბიჭებს, მთელს სამწვრთნელო შტაბს და დელეგაციის წევრებს თავდადებისთვის, შემართებისთვის, ერთმანეთის და სამშობლოს სიყვარულისთვის! მინდა მივულოცო ჩვენს ნაკრებს და გულშემატკივრებს ისტორიული წარმატება რაც გულისხმობს ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ფინალში გასვლას".

    "დამარცხება ყოველთვის მწარეა, მითუმეტეს დიდი ამნგარიშით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ შესანიშნავი ბიჭებისთვის ეს დამარცხება მომავლში არანაკლებ სასარგებლო და მნიშვნელოვანი გამარჯვების საწინდარი იქნება ვიდრე ირლადნიასთან და იტალიასთან ბრწყინვალე გამარვებები".

    "ფაქტია, რომ ქართულ რაგბს შესანიშნავი შევსება ეზრდება! ეს ის თაობაა, რომელიც 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში გასვლის შემთხვევაში, ითამაშებს მსოფლიო გრანდებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თაობამ უმაღლეს დონეზე გამოცდილება მიიღო"
    , - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

    WebSport.Ge ულოცავს ჩვენს 18-წლამდენთა გუნდს მიღწეულ წარმატებას!

    იხილეთ: მატჩის ამსახველი ფოტომასალა
  • ავტორი: ლევან კვინიკაძე        5-04-2015, 17:41
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ