რეკლამა
  • 20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
    20 წლის ქართველის გასაოცარი ნოკაუტი 10 წამში და შოკში ჩავარდნილი რუსი კომენტატორები (ვიდეო)
  • რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
    რუსეთში რუსებს ქართული ჰანგები დააკვრევინა, თუშიშვილის სასწაული (ვიდეო)
  • პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
    პუტინი ქართველი სპორტსმენების ამ საქციელმა შოკში ჩააგდო
  • რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
    რა გააკეთა ბექა ღვინიაშვილმა, როცა რუსი მეტოქე ტატამზე გააკრა (ვიდეო)
  • როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
    როგორ ურტყამს გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს რკინის საგანს (ვიდეო)
  • დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
    დაეხმარეთ, რინგიდან გასატანია - ქართველი დაუმარცხებელი ჩეჩენი მეტოქის წინააღმდეგ (ვიდეო)
  • იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
    იცნობდეთ ეს მფრინავი ქართველია, ეს 10 წამში მოგებული ბრძოლაა დაუმარცხებელ მეტოქესთან (ვიდეო)
  • მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც
    მსაჯების 10 გადაწყვეტილება, რომლითაც "ბარსელონამ" ისარგებლა
  • image

    გენტის ტურნირზე 7-ქალამ მეორე ადგილი დაიკავა

    გენტის ორდღიანი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა და მეორეადგილოსანი გოგონები თბილისში ბრუნდებიან. 7-ქალამ ევროპისთვის მოსამზადებელი მეორე ეტაპიც წარმატებით გაიარა.

    ტურნირი ჩვენი გამარჯვებით დაიწყო - საფრანგეთის გოგონათა კლუბი დიდი ანგარიშით დავამარცხეთ (29-0). მორიგ თამაშზე კი, მართალია, გოგონებმა ასეთი სხვაობა ვეღარ აჩვენეს, მაგრამ 10:21 მაინც სძლიეს ნიდერლანდების "რებელენს". მაგრამ შაბათის ბოლო შეხვედრა მაინც დათმეს ბელგიასთან - 17:12.

    ტურნირის მეორე დღე ისევ ჩვენი გამარჯვებით დაიწყო - ნიდერლანდელ "ტიტებს" (Tulips) 14:10 ვძლიეთ, მაგრამ შემდეგ "უინდსმილსთან" (Windmills, NL) მოგვიწია რკენა და ფინალის არ იყოს პირველ თამაშშიც ვერ მოვახერხეთ მათ წინააღმდეგ ანგარიშის აწევა. სამაგიეროდ გერმანიის ქალთა კლუბს აღარ დავუთმეთ ქულა და 28:0 დავამთავრეთ.

    ტურნირის გადამწყვეტ ფაზაში საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან მოგვიწია შეჭიდება. Windmills (NL), რომელიც უმეტესად ნიდერლანდების ქალთა ნაკრების წევრებისგან შედგება (ეს უკანასკნელი კი ევროპის ჩემპიონატის ელიტურ ტოპ 12-ში ასპარეზობს) გენტის ფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა და 31 ქულით გვძლია(0-31). 7-ქალამ გენტის 27-ე სააღდგომო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა და სამშობლოში ფინალისტის სტატუსით ბრუნდება.

    ევროპამდე 7-ქალა კიდევ ორ მოსამზადებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას: ნანსის 7-ქალა (16-17 მაისი) და ამსტერდამ სევენსი (23-24 მაისი).

    სამწვრთნელო შტაბი: ჯაბა მალაღურაძე - მთავარი მწვრთნელი, ია ხურცილავა - მენეჯერი, ილია ლათიბაშვილი - ექიმი

    7-ქალა გაფართოებული შემადგენლობა 21-22 მარტი ათენის საერთაშორისო ტურნირი: 1. ანა პოღოსიანი, 2. ნინო ელოშვილი, 3. ქრისტინე გვაზავა, 4. სალომე საღარაძე, 5. სალომე მაკასარაშვილი, 6. თამარ ბეიტრიშვილი, 7. ნინო ტაბატაძე, 8. ანა კვაჭაძე, 9. ანა ანდღულაძე, 10. ბელა გოგსაძე, 11. ნათია ცინცქილაძე

    საქართველოს რაგბის კავშირი
  • ავტორი: შაკო შიუკაშვილი        6-04-2015, 14:05
    Image

    მსგავსი სიახლეები

    რეკლამა
    საინტერესო
    ბლოგი
    © 2015/16 WebSport.Ge საიტზე განთავსებული მასალების (სტატიები, დიზაინის ელემენტები) გამოყენება აკრძალულია!
    დამზადებულია STUDIO-GB მიერ